|
2018-02-23 18:21:29, 1586 ნახვა
კომენტარი
საგარეო: ლუქსემბურგის გადაწყვეტილება საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის მსურველთა ნაკადის შემცირებას ხელს შეუწყობს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ლუქსემბურგის გადაწყვეტილება უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში საქართველოს გადაყვანის შესახებ, არის კიდევ ერთი მაგალითი, დასტური და აღიარება იმ გატარებული რეფორმებისა, რომელსაც საქართველო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და კანონის უზენაესობის კუთხით. „ლუქსემბურგი არის მე-7 ქვეყანა, ევროკავშირი/შენგენის სივრცეში, რომელმაც საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. პირველ რიგში აღვნიშნავდი, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, დასტური და აღიარება იმ გატარებული რეფორმებისა, რომელსაც საქართველო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, კანონის უზენაესობის კუთხით და ზოგადად იმ რეფორმების აღიარება, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა მსგავსი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, რომ პრევენცია მოახდინოს და შეამციროს თავშესაფრის მოთხოვნა ლუქსემბურგში. ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ მუშაობას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც , რომ მსგავსი გადაწყვეტილება სხვებმაც მიიღონ", -განმარტა მინისტრის მოადგილემ. ლუქსემბურგი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეშვიდე სახელმწიფოა, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა დაისლანდიის შემდეგ, რომელმაც საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)