|
2018-02-23 18:03:18, 1776 ნახვა
საზოგადოება
საჯარო მოხელეებისთვის ლიდერობისა და ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი გაიმართა
იუსტიციის სასწავლო ცენტრში საჯარო მოხელეებისთვის ლიდერობისა და ზოგადი მენეჯმენტის შესახებ ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი „ლიდერობა და ზოგადი მენეჯმენტი" თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა და მას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე პირები დაესწრნენ. სწავლება მიზნად ისახავდა მონაწილეთა ლიდერობის პოტენციალის განვითარებასა და ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელებისათვის საჭირო უნარების განმტკიცებას, რაც ხელს შეუწყობს შესაბამის უწყებებში მმართველობითი პროცესების ეფექტურობის ზრდას. ტრენინგში ჩართული იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მომუშავე საჯარო მოხელეები. ტრენინგი განხორციელდა ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)