|
2018-02-23 16:40:05, 1668 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: „ეჭვიანი სათაური“ მიუთითებს თქვენს გეგმაზე, თუ რა შედეგი გინდათ საგამოძიებო კომისიის შექმნით მიიღოთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც მიიჩნევს, რომ მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასათაურება ტენდენციურია. „შეიქმნას აფგან მუხთარლის თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე უკანონო გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია“, - თალაკვაძის შეფასებით ამგვარი დასათაურება მიუთითებს ოპოზიციის წინასწარ განწყობაზე, გეგმაზე, დამოკიდებულებაზე, თუ რა შედეგი სურთ მიიღონ ამ საგამოძიებო კომიის შექმნით. „რაც შეეხება სათაურს, ეჭვიანი სათაური, ეს არ არის მხოლოდ სათაური, ეს მიუთითებს თქვენს წინასწარ განწყობაზე, გეგმაზე, დამოკიდებულებაზე, თუ რა შედეგი გინდათ მიიღოთ ამ საგამოძიებო კომიის შექმნით, შეიძლება აპრიორი ვივარადოთ. კარგად გამოჩნდა, რომ პოლიტიკური მდგენელი ამ საქმეზე სიმართლის და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის, არის თქვენს გეგმაში ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესი. მივესალმები, რომ სათაურის შეცვლას ეთანხმებით, მაგრამ ამ სათაურის უკან არ დგას მხოლოდ სიტყვები, დგას ის განწყობა და გეგმა, რომელიც ამ საგამოძიებო კომისიის შექმნით ირიბად გაახმოვანეთ“,-განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)