|
2018-02-23 14:38:21, 1628 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება გრძელდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ. „გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების დაფინანსებას აქტიურად განაგრძობს. საცხოვრებელ კორპუსებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს, რომლებსაც ეტაპობრივად ვაგვარებთ. ამჯერად, მოძველებული და გაუმართავი ქსელი ახლით ზღვის უბანში იცვლება. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას - 168 ოჯახს დისკომფორტი აღარ შეექმნება და მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)