|
2018-02-23 14:30:22, 1356 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე მუხთარლის საქმეზე: უმრავლესობა მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულს ხელს აფარებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ უჭერს აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რითაც „მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულს ხელს აფარებს“. როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, უმრავლესობას არ სურს მუხთარლის საქმის გამოძიება, რადგან კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლების დანაშაული გამოიკვეთება. „თქვენ ახსენეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის მოთხოვნა, ასევე იცით, რომ პირველივე დღიდან, როგორც კი გამოჩნდა მთავრობის დამოკიდებულება ამ დანაშაულის მიჩქმალვის მხრივ, ჩვენც მოვითხოვდით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და კარგია, რომ ამას დაემატა არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ზეწოლა ამ კუთხით ძალიან დიდია საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომ ასეთი კომისია არ შეიქმნება. ფაქტობრივად უმრავლესობა ხელს აფარებს მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულს. რეალურად, მათ არ უნდათ გამოძიებული იქნას ეს საქმე, ვინაოდან იციან, რომ ამაში დამნაშავეა საქართველოს ხელისუფლება. როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ ვითარებაში (ელენე ხოშტარიას მიმართავს)?“,-აღნიშნა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ მუხთარლის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)