|
2018-02-22 16:14:24, 2357 ნახვა
მსოფლიო
ნიგერიის ჯარმა ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მიერ გატაცებული მოსწავლეები გაათავისუფლა
ნიგერიის ჯარმა ისლამისტური დაჯგუფების „ბოკო ჰარამის“ წევრების მეირ გატაცებული ათობით მოსწავლე გოგონა გაათავისუფლა. Reuters-ის ინფორმაციით, ნიგერიის უსაფრთხოების სამსახურში მოსწავლეების გატაცების შესახებ ინფორმაციას თავდაპირევლად უარჰყოფდნენ. გათავისუფლებულია 76 გოგონა. ნიგერიის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ტერორისტებს მძევლად კიდევ რამდენიმე გოგონა ჰყავდეს, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან. ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ წევრები სოფელ დაპჩიში მდებარე სკოლას 19 თებერვალს დაესხნენ თავს. თავდასხმის დროს შენობაში 11 წელს ზემოთ ასაკის 711 გოგონა იმყოფებოდა. ტერორისტებმა 90-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს. ამ რეგიონში ყველაზე მასშტაბური გატაცების შემთხვევა 2014 წელს დაფიქსირდა, როცა ქალაქ ჩიბოკიდან ტერორისტებმა 270-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)