|
2018-02-22 10:30:00, 2268 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ლუქსემბურგელ კოლეგას იდიოტი უწოდა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის ლუქსემბურგელ კოლეგას ჟან ასელბორნს, მიგრაციის საკითხის გარშემო შექმნილი უთანხმოების გამო, იდიოტი უწოდა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პიტერ სიიარტომ უნგრეთის მთავრობის ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ლუქსემბურგის საგარეო მინისტრს ჟან ასელბორნს ევროპის მიგრანტებით წალეკვა სურს. ამის შემდეგ, ლუქსემბურგის საგარეო მინისტრმა ვიქტორ ორბანს დიქტატორი უწოდა. მანამდე, უნგრეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც შეზღუდვებს აწესებს იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლებს ეხმარებიან. ჟან ასელბორნის ამ განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა: "ჟან ასელბორნი იდიოტია, თუმცა უნგრელები იდიოტები არ არიან. უნგრელებს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის შეშლილი იდეები არ სჭირდებათ, რათა იცოდნენ თუ რა არის მათთვის კარგი. ორბანის მთავრობა უნგრეთის უსაფრთხოებას იცავს, ხოლო ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯორჯ სოროსთან ერთად უნგრეთის მიგრანტებით წალეკვა სურს“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)