|
2018-02-22 09:03:32, 1696 ნახვა
საზოგადოება
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 46-ე ადგილზეა
საქართველო 2017 წლის კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსში 46-ე ადგილზეა, - შესაბამის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციის Transparency International-ის (საერთაშორისო გამჭვირვალობა) ავრცელებს. რგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, წელს საქართველომ 56 ქულა მიიღო, ხოლო 2016 წელს ის 44 ადგილს იკავებდა. კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლია ახალ ზელანდიაში (89 ქულა), მეორე ადგილზე 88 ქულით დანიაა, მესამეზე კი ფინეთი (85 ქულა). ახალი ინდექსის მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად ავღანეთი რჩება. ავღანეთის კორუფციის აღქმის ინდექსმა მხოლოდ 15 შეადგინა და რეიტინგში 169-ე ადგილიდან 177-ზე გადაინაცვლა. რეიტინგის ბოლოში მოექცნენ სირია (14 ქულა), სამხრეთ სუდანი (12 ქულა) და სომალი (9 ქულა). რეგიონების მიხედვით ყველაზე არაკორუმპირებული დასავლეთ ევროპაა, საშუალო ქულით - 66. სრული სიის სანახავად გადადით ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)