|
2018-02-20 18:34:15, 1682 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები 1 მარტიდან ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, უწყებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები2018 წლის 1 მარტიდან ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ, ისევე, როგორც შტატიანი თანამშრომლები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების სამოქალაქო ოფისში, გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში შრომითი ხელშეკრულებით 1315 პირია დასაქმებული. მათგან 1258 თანამშრომელი სადაზღვევო მომსახურებით ვერ სარგებლობდა. ცვლილების მიხედვით, 1 მარტიდან ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირი დამათი ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილი სს სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგსა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბაზისო პაკეტით ისარგებლებენ. ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებს სადაზღვევო კომპანია იგივე სადაზღვევო პირობებს სთავაზობს, რითაც თავდაცვის სამინისტროს შტატიანი თანამშრომლები სარგებლობენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)