|
2018-02-20 15:12:02, 2693 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგში ბოლო ადგილი დაიკავა
დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების პოპულარობის რეიტინგში ბოლო ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ CBS news იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამის საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვა ბოისეს უნივერსიტეტმა ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 100-ბალიან რეიტინგში, მხოლოდ 12.34 ქულა მოიპოვა. აღნიშნული შედეგით რესპუბლიკელი პრეზიდენტი ბოლო ადგილზე გავიდა. ამავე გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის ყველაზე პოპულარ პრეზიდენტად აბრაამ ლინკოლნი დასახელდა (95.03 ქულა). მეორე ადგილზე ჯორჯ ვაშინგტონი გავიდა (92.59 ქულა), ხოლო მესამეზე ფრანკლინ რუზველტი (89.09 ქულა). რაც შეეხება 44-ე პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მან მე-8 ადგილი დაიკავა (71.13 ქულა). მედიის ცნობით, გამოკითხვა ამერიკის პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის 170 მოქმედ და ყოფილ წევრს შორის ჩატარდა. სრული კვლევა იხილეთ ბმულზე: https://sps.boisestate.edu/politicalscience/files/2018/02/Greatness.pdf
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)