|
2018-02-20 13:31:19, 1497 ნახვა
საზოგადოება
წყნეთის გზატკეცილზე მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა
წყნეთის გზატკეცილზე, მეხუთე კორპუსში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. „38 ოჯახს, რომელიც წყნეთის გზატკეცილზე, მეხუთე კორპუსში 90-იანი წლებიდან ცხოვრობს, ფართები ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები ყოველდღე ელოდებიან, რომ ფართი გადაეცემათ. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს და წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა პროექტი შესრულდება. „მინდა გითხრათ, რომ ყველა პროექტსა და დაპირებას, რომელიც გვქონდა დასახელებული, აუცილებლად შევასრულებთ და გავაკეთებთ. ყველაფერი უცებ, ერთად, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება. ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი ოთხწლიანი პროგრამა და კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ, რომ ყველა თემა და პროექტი შესრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)