08:23 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 10:04:19, 1678 ნახვა

საზოგადოება
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე: გვიხარია, რომ ნოტარიუსის პროფესიისადმი ახალგაზდების ინტერესი დიდია

ნოტარიუსთა პალატის პროექტი „პროფესია ნოტარიუსი" გრძელდება. პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ამჯერად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და ნოტარიუსის პროფესიის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტურ წრებთან თანამშრომლობის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს მათი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.

სტუდენტური პროექტების ინიცირება ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პალატის წარმომადგენლები ხშირად მართავენ საჯარო ლექციებს და აწყობენ შეხვედრებს სტუდენტებთან, ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას. ნოტარიუსთა პალატაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდა ნოტარიუსების პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული. ასევე, მოქმედებს სტაჟირების კურსები ნოტარიუსთა თანაშემწეთათვის. ინტენსიური თეორიული სწავლებისა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკის შემდეგ, წარმატებული სტაჟიორები სანოტარო ბიუროებში საქმდებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics