|
2018-02-19 15:34:26, 1613 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა გრძელდება. ღუდუშაურის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სადაც 20 მ სიგრძისა და ექვსი მ სიმაღლის კედელი შენდება. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო. „ღუდუშაურის ქ. N27-29-ში არსებული ძველი კედელი გასულ წელს ჩამოინგრა და ახლის მშენებლობა აუცილებელი გახდა. რელიეფიდან გამომდინარე, ჩვენს კონტრაქტორ კომპანიას საკმაოდ რთული სამუშაოს შესრულება უწევს. ძველი კედლის ჩამონგრევის დროს ერთ მოსახლეს სახლის სახურავი დაუზიანდა, რომლის რეაბილიტაციაც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. ღუდუშაურის ქუჩაზე კედლის მშენებლობის ფარგლებში, ამ ეტაპზე, ბეტონის ჩასხმა და სადრენაჟე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 167 077 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)