|
2018-02-18 16:36:49, 2829 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპის განკარგულებით, პედოფილიასთან ბრძოლის კომისიამ ვატიკანში მუშაობა გაანახლა
რომის პაპის განკარგულებით, ვატიკანის კომისიამ, რომელიც სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებს იძიებს, მუშაობა განაახლა. პაპმა კომისიის შემადგენლობაც განაახლა და 9 ახალი წევრი დანიშნა. მთლიანობაში კომისია 8 ქალი და 8 კაცი წევრისაგან შედგება. გადაწყვეტილება, პაპმა ფრანცისკემ ახალი სკანდალის ფონზე მიიღო, რომელიც ერთ-ერთი ეპისკოპოსის გარშემო აგორდა. როგორც გაირკვა, წარმოშობით ჩილელმა ეპისკოპოსმა ხუან ბაროსამ ბავშვებზე ძალადობის ფაქტების შესახებ ბევრი რამ იცოდა, თუმცა არაფერი მოიმოქმედა. ჩილეში ვიზიტისას პაპმა განაცხადა, რომ ვატიკანს ამ საქმეზე მტკიცებულებები არ აქვს. პაპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია ბაროსას უდანაშაულობაში, და ამ წაყენებულ ბრალდებებს ცილისწამება უწოდა. ამის გამო, რომის პაპი, განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტიც გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)