|
2018-02-16 11:24:31, 2112 ნახვა
მსოფლიო
კიევში დაკავებული 37 პირიდან 4, მათ შორის ლუკა ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება
კიევში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. აქცია სოლომენსკის რაიონულ სასამართლოსთან, ოდესის მერის გენადი ტრუხანოვის საქმის განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ კორუფციაში ეჭვმიტანილი ტრუხანოვი თავდებით გაათავისუფლა. შეტაკების დროს სამართალდამცველებმა 37 ადამიანი დააკავეს, მათ შორისაა საქართველოს მოქალაქე, ბატალიონ "დონბასის" წევრი, ლუკა ჩხეტია. როგორც პარტია „სამოპომიჩის“ წევრი, დეპუტატი ეგორ სობოლები Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ამ დროისთვის 37 აქტივისტიდან პოლიციამ 33 გაათავისუფლა. „პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 37 ადამიანი დააკავეს, სცემეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებებში. მას შემდეგ რაც იქ მე, დეპუტატებთან სემენ სემენჩენკოსთან და პაველ კოსტენკოსთან და ადვოკატებთან ერთად მივედით, 33 დაკავებული გაათავისუფლეს“, - წერს სობოლევი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. მისივე „დონბასის“ წევრები: ლუკა ჩხეტია, ნიკოლაი ჩუდოვსკი, ალექსანდრე ფედორჩენკო და ბატალიონ „აიდარის“ წევრი ვლადიმერ ხიტრიჩი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)