|
2018-02-14 21:17:35, 2000 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან „აუდიტორია 115“-სა და პოლიციას შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა
პარლამენტის შენობასთან „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიციელები აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებდნენ, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. თუმცა, ვითარება მალევე განიმუხტა. შეგახსენებთ, რომ შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია-მსვლელობა ივანე ჯავახისვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან დაიწყო და ამჟამად, საქართველოს პარლამენტთან გრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ბოლო 6 წლის სტატისტიკა საგანგაშოა. "2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის. ამ საკითხზე სიჩუმე კი მკვლელობაში თანამონაწილეობის ტოლფასია", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. სტუდენტებს ასავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: „არა მონურ შრომას“, „ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს“, „ბიზნესელიტა ჩვენი ჯანმრთელობით ვაჭრობს“, „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“, „მოვითხოვთ უსაფრთხო შრომას“. აქციაზე ასობით ადამიანი იმყოფება. ამავე მოთხოვნით აქცია ბათუმშიც იმართება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)