|
2018-02-14 14:49:01, 2244 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილმა პოლონეთში გაძევების გამო, კიევის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში პოლონეთში გაძევების გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სარჩელი შევიდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" სასამართლო პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება კიევის სასამართლოს ინფორმაციით, სარჩელი უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგაა შეტანილი. „კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სარჩელი შემოვიდა. მოპასუხე მხარედ ფიქსირდებიან: უკრაინის საიმიგრაციო სამსახური, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოსარჩელი ითხოვს აღნიშნული უწყებების მიერ განხორციელებული ქმედებები არაკანონიერად იქნას ცნობილი. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სთხოვს სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმოს. ამჟამად სასამართლო ადმინისტრატიული საქმის აღძრის საკითხს განიხილავს", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)