07:08 - 07 Jul, 2026
|
2018-02-14 11:52:12, 2190 ნახვა
მსოფლიო
სინას ნახევარკუნძულზე 15 ექსტრემისტი მოკლეს, 153 კი, დააკავეს
ეგვიპტეში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, სინას ნახევარკუნძულზე 15 ექსტრემისტია ლიკვიდირებული, 153 კი, დაკავებულია. „რია ნოვოსტის“ ცნობით, დაკავებულებს ტერორიზმის დაფინანსებასა და ექსტრემისტების მხარდაჭერაში ედებათ ბრალი. მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. როგორც ეგვიპტის შეიარაღებული ძალების განცხადებაშია ნათქვამი, განადგურებულია ტერორისტების ათეულობით სატრანსპორტო საშუალება, რამდენიმე მიწისქვეშა თავშესაფარიც. ასევე ათეულობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, ასაფეთქებლის და იარაღის საწყობები გაუვნებელყოფილია. მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია სინას ნახევარკუნძულზე ეგვიპტის შეიარაღებულმა ძალებმა 9 თებერვალს დაიწყეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)