|
2018-02-14 11:45:59, 2110 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის პოლიცია - საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წარედგინოს
ისრაელის პოლიციის განცხადებით, საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წარედგინოს. ნეთანიაჰუს კორუფციაში, თაღლითობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. BBC-ის ცნობით, მასალები, რეკომენდაციებთან ერთად პროკურატურას უკვე გადასცეს. ერთ-ერთი საქმე, სახელწოდებით “საქმე 1000“, ძვირფას საჩუქრებს შეეხება, რომლებსაც ნეთანიაჰუ საქმიანი წრეებისგან იღებდა. სისხლის სამართლის მეორე საქმეში - “საქმე 2000“ - საუბარია პრემიერმინისტრის მოლაპარაკებაზე ყველაზე გავლენიანი გამოცემის მესაკუთრესთან, რომ მთავრობის მოქმედებები დადებითი კუთხით გაეშუქებინათ. პოლიციის ვერსიით, პრემიერი მას სანაცვლოდ ისეთი კანონის მიღებას დაჰპირდა, რომელიც გამოცემის კონკურენტს შეზღუდავდა. წარდგება თუ არა ისრაელის პრემიერმინისტრი სასამართლოს წინაშე, ამას პროკურატურა გადაწყვეტს. მანამდე ნეთანიაჰუმ მოსახლეობას ტელეეკრანიდან მიმართა და განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული საქმეები მალე ჩამოიშლება, რადგან პოლიციის რეკომენდაციას იურიდიული ძალა არ აქვს. ნეთანიაჰუს განცხადებით, ის 2019 წელს დაგეგმილ არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)