|
2018-02-14 09:34:23, 1757 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი „ევროპულ საქართველოზე“: ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი
„ვინც ჩამოგვშორდა, ის სადღაც, უფსკრულში გაუჩინარდა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გაფართოვდეს. „ნაციონალური მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა, რომელიც ვერ მოისყიდეს. რაც ივანიშვილმა რესურსები დახარჯა შანტაჟზე, გახლეჩვაზე, შავ პიარზე, რას მიაღწია? ვინც ჩამოგვშორდა, ის სადღაც, უფსკრულში გაუჩინარდა, როგორც მოსალოდნელი იყო და ვაფრთხილებდი, არავის უყვარს მოღალატე და განდგომილი, მით უმეტეს გაყიდული. ვინც დარჩა, ათასგვარი წნეხის ქვეშ არის, მაგრამ ამის გარდა უნდა გავფართოვდეთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ პრაიმერისი. რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, იმ ადამიანს, ვინც ხმა ამოიღო, ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამია. მე არ მიხსენებია, რახან თავისი თავი დაწვეს, ვთქვათ პირდაპირ. რანაირად მოხდა, რომ რაც ჩემი ლანძღვა დაიწყეს, თბილისის ვიცემერი დააბრუნეს საქართველოში. მშვენივრად დააბრუნეს, გაქცეული იყო. ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრი მშვენივრად დააბრუნეს საქართველოში და მაგრად აკეთებს ბიზნესს. უცებ ამ პატარა ჯგუფს ბევრი ფული გაუჩნდა. რანაირად ხდება, თუ ამაში ივანიშვილი არ არის ჩართული", - განაცხადა სააკაშვილმა.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)