|
2018-02-12 23:24:12, 1709 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არ მესმის, როგორ უთმენთ აქამდე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ის ვარშავაში კერძო თვითმფრინავით გადააფრინეს. ამის შესახებ სააკაშვილმა "კურიერს" განუცხადა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა განმარტა, ის იარაღის დამიზნებით, ხელების გადაგრეხვით გაიტაცეს. „ჩემს რეადმისიით პოლონეთში გაშვებას იმას ვუკავშირებ, რომ ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა და მე არ მესმის, როგორ უთმენთ აქამდე. რა უნდა ამ კაცს, ეშინია ჩემი, თორემ რამის თავი რომ ჰქონდეს, ხომ მოილაპარაკებდა საქართველოში გადმოცემაზე. არაფრის თავი არ აქვთ, არიან მხდალები, არიან მატყუარები, არიან ფლიდები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას ოლიგარქების წინააღმდეგ. „მე გავაგრძელებს ბრძოლას მათ წინააღმდეგ საქართველოში და ამ ოლიგარქების წინააღმდეგ უკრაინაშიც. ორივე დაემხობა და ამ დამხობაში, ამ მოშორებაში, მათ ჩამოშორებაში ხელისუფლებიდან მშვიდობიანში, მე ვითამაშებ, რა თქმა უნდა, გადამწვეტ როლს. თუ რამის თავი ჰქონდათ, სიამოვნებით გადამცემდნენ უკრაინელები, მაგრამ არც ერთს ჰქონდა თავი და არც მეორეს, ორივეს ისე ეშინია ჩემი, როგორც ცეცხლის", - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის უკვე პოლონეთიდან იბრძოლებს.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)