06:02 - 07 Jul, 2026
|
2018-02-12 18:37:20, 2451 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსასხური, გენპროკურატურა და პოლიცია სააკაშვილის დაკავებასთან კავშირს უარყოფენ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაუკავებია, - ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის პრეს-მდივანმა ელენა გიტლიანსკაიმ განაცხადა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. "ჩვენ არ დაგვიკავებია", - დასძინა პრეს-მდივანმა. სააკაშვილის დაკავებას უკრაინის გენერალური პროკურატურაც უარყოფს. "ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ. გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს უკრაინის ეროვნული პოლიციაც. "ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ვარკვევ. ვცდილობ გავიგო, ვინ მოახდინა დაკავება", - განაცხადა ეროვნული პოლიციის სპიკერმა იაროსლავ ტრაკალომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)