|
2018-02-12 15:41:24, 1809 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, თბილისის საკრებულოში, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო. ახალგაზრდულ ფორუმს საფუძველი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით ჩაეყარა. თბილისის მერმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დედაქალაქში დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ამდენ ახალგაზრდას ვხედავ. მინდა, წარმატებები გისურვოთ და გითხრათ, რომ თქვენი როლი ზოგადად, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა იყოთ მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომ რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ჩავრთოთ რეგიონებში, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში იმისთვის, რომ დაგეგმილი პროექტების განხორციელება შევძლოთ. მე, როგორც დედაქალაქის მერს, სამომავლოდ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები მაქვს დაგეგმილი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ. დღეს ერთი საინტერესო პროექტი უკვე წარმოვადგინეთ და დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი იდეების მოწოდებით, მასში ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ელექტრონულ პორტალზე - „შენი იდეა ქალაქის მერს“ შემოსული იდეებისა და პროექტების რეალიზება მოხდეს. „საკრებულოსთან ერთად, ასევე, ახალგაზრდების ჩართულობით საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რასაც ეტაპობრივად წარმოგიდგენთ. მჯერა, რომ ერთად შევძლებთ იმ სირთულეების გადალახვას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი საქართველოში წელს პირველად იმართება. ღონისძიების დელეგატები საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრები არიან. დელეგატებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ მოხსენებები წარადგინეს და თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს. ფორუმის ფარგლებში, ასევე, შემუშავდება საერთო წინადადებები, რასაც ერთიან რეზოლუციაზე ხელმოწერით დაადასტურებენ. ახალგაზრდულ ფორუმს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, დედაქალაქის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. (NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)