04:47 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 14:15:43, 1816 ნახვა

საზოგადოება
პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონიზაცია სავალდებულო ხდება

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პაციენტების სამედიცინო ისტორიის  ელექტრონიზაციის საკითხზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქაღალდმატარებელი ინფორმაციის  ელექტრონულ სერვისებად გარდაქმნა, ვინაიდან პაციენტს პრობლემა არ შეექმნას.

სერგეენკოს განცხადებით, ელეტრონულ სისტემაზე გადართვა სავალდებულო ხდება. მისივე ინფორმაციით, პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონიზაცია  წლის ბოლოსთვის თბილისის მასშტაბით, 2019 წლიდან კი - მთელ საქართველოში განხორციელდება.

მინისტრი ამბობს, რომ ელექტრონული სისტემის საშუალებით,  უფრო სრულყოფილი კლინიკური ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი:

„პაციენტის სამედიცინო ისტორია არის დიდი დოკუმენტი, რომელიც იწყება მისი დაბადებიდან- პირველი ვიზიტები, ვაქცინაციები,რაც კი სერვისები დასჭირვებია ცხოვრებაში, ასევე მისი მონაცემები, როგორიც არის ალერგია, ამა თუ იმ დაავადებისაკენ მიდრეკილება და ა.შ. არსებულ სისტემაში ეს არის ქაღალდმატარებლები, რომლებიც გაფანტულია და იშვიათადაა, რომ იყოს თავმოყრილი და ასევე პაციენტს ის  თან არ დააქვს. როდესაც სხვა ქალაქში შეიძლება  მოხვდეს ექიმთან, მას თვითონვე შეიძლება დაავიწყდეს, ან იყოს უგონო მდგომარეობაში და ვერ უთხრას. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა ქაღალდის მატარებლის ელიმინაციას ახდენს და სრულ წვდომას ანიჭებს არა მარტო დოკუმენტაციაზე, არამედ მის კვლევებზე, მაგალითად რენდგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის. ეს ყველაფერი იქნება მიწვდომადი. იმპლემენტაცია უკვე დაწყებულია. პილოტირებას გადის 4 კლინიკაში, სრულად გადართვა სავალდებულოა. ეს მოხდება წლის ბოლოს თბლისისათვის და შემდეგი წლიდან მთელი საქართველოსთვის“,-განაცხადა სერგეენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics