13:27 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 19:14:20, 1683 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა მივუახლოვდეთ ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მინიმუმს

„დეცენტრალიზაცია უნდა გახდეს ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე საუბრისას განუცხადა.

მისი შეფასებით, დღეს ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

„ჩვენ ვსაუბრობთ ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე და რადიკალურ ცვლილებაზე ამ მიმართულებით. დღეისათვის საკმაოდ დაბალია ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი და ჩვენ გვინდა დავუახლოვდეთ ევროპულ მინიმუმს, რაც არის დაახლოებით 7% მთლიან შიდა პროდუქტში. ანუ, ჩვენ უნდა ავწიოთ საკუთარი და არა საკუთარი შემოსავლები თვითმმართველობების მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-მდე, საშუალო ვადიან პერსპექტივაში, რაც გამოიწვევს რადიკალურ ცვლილებას. როგორ მოხდება ამ მაჩვენებლის მიღწევა, ეს არის დამოკიდებული სტრატეგიაზე. ეს შეიძლება მოხდეს საშემოსავლო გადასახადის ხარჯზე, სხვა გადასახადების ხარჯზე, ასევე, გათანაბრებით ტრანსფერის ხარჯზე. ეს არის უკვე დეტალები. მთავარია, რომ ჩვენ მივუახლოვდეთ  ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მინიმუმს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics