|
2018-02-09 14:41:13, 2033 ნახვა
კომენტარი
დოდო გუგეშაშვილის ახლობელი: ყოველთვის, როცა აზრზე მოდის, შვილის მდგომარეობას კითხულობს
მხედრიონის ყოფილი წევრის, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც "ექსპრესნიუსს" მისმა ახლობელმა, სამხედრო ექიმმა დავით მუხიგულმა განუცხადა, გუგეშაშვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. დავით მუხიგული ვარაუდობს, რომ გუგეშაშვილს პალატაში ხვალ გადაიყვანენ, რის შემდეგაც მისი დაკითხვა მოხდება. გუგეშაშვილმა ამ დრომდე შვილის გარდაცვალების შესახებ არ იცის: "ყოველთვის, როცა აზრზე მოდის, შვილის მდგომარეობას კითხულობს",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" დავით მუხიგულმა. ნოდარ გუგეშაშვილს დედის გამოჯანმრთელებამდე არ დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)