12:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 15:05:10, 880 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: შვეიცარია საქართველოში სამთო–სათხილამურო მიმართულებით არის დაინტერესებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, შვეიცარიამ საქარველოში სამთო მიმართულებით გამოხატა დაინტერესება.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან იოჰან შნაიდერ ამანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  
მისივე თქმით, შვეიცარია–საქართველოს ურთიერთობის ძირითადი მიმართულება ტურიზმია და შვეიცარია კონკრეტულად მთიანი რეგიონის,  სამთო–სათხილამურო მიმართულებით არის დაინტერესებული.
„შვეიცარიას შეუძლია ძალიან ბევრი რამე გააკეთოს საქართველოსთვის; შეხვედრაზე ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე ვისაუბრეთ, განსაკუთრებით დიდი ინტერესია სოფლის რეგიონების განვითარების მიმართულებით.  მათ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი დახმარება აღგვითქვეს – სასოფლო სამეურნეო წარმოების ევროპულ სტანდარტამდე აყვანის კუთხით და შემოგვთავაზეს სპეციალური დახმარება იმ სპეციალური პროგრამების მიმართულებით რაც ეხება მთიანი რეგიონების განვითარებას, მთაში და სოფლად მოსახლეობის დამაგრების ინიციატივებს. შვეიცარიიდან ძალიან კარგი ინვესტორები გვყავს, როგორიცაა ინვესტორი რაჭაში, რომელიც მცირე მეურნეობებთან ერთად ავითარებს კოოპერაციულ სასოფლო სამეურნეო მოდელს; ეს ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას ამ ბიზნესში.  გამოითქვა ინტერესი ამ ინიციატივების გაფართოების შესახებ “, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოსა და შვეიცარიის ეკონომიკის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება შედგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics