|
2018-02-08 18:23:29, 2562 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ნება იბოძეთ და გამასამართლეთ „სახელმწიფო გადატრიალებისა და ФСБ-სთან თანამშრომლობისთვის“
„როგორც ამას უკრაინული კანონმდებლობა მოითხოვს“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. სააკაშვილის თქმით, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო საქართველოში ექსტრადიციაზე იმიტომ ალაპარაკდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე „ჩამოიშალა“. „შემთხვევით, ეს ის პროკურორი ხომ არ არის, რომელიც პუტინის ბრძანებით, სახელმწიფოს გადატრიალებაში მადანაშაულებდა და ტელევიზიით მულტფილმებს აჩვენებდა?! მას შემდეგ რაც ჩემ წინააღმდეგ საქმე „ჩამოეშალათ“, საქართველოში აპირებენ ჩემ ექსტრადირებას. არა, ნება იბოძეთ და გამასამართლეთ „სახელმწიფო გადატრიალებისა და ФСБ-სთან თანამშრომლობისთვის“, როგორც ამას უკრაინული კანონმდებლობა მოითხოვს. რა, საქმე ჩამოგეშალათ? მოწმეები გაიქცნენ, „მტკიცებულებები“ გაქრა, „სატელეფონო საუბარი“ დამონტაჟებული გამოდგა? მაშინ დამანებეთ თავი და ნუ მიშლით ხელს, დავკავდე პოლიტიკით უკრაინაში და ვიხსნა ხალხი ოლიგარქების და ბარიგებისგან, მათ შორის თქვენგან, ბატონო უდიპლომო პროკურორო“, - დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვიან, ის ნებაყოფლობით ან იძულებით დეპორტაციას დაექვემდებარება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)