|
2018-02-08 10:34:53, 1777 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში მცირე ინციდენტი მოხდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც 100 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიება უნდა დაიწყოს, მცირე ინციდენტი მოხდა. „აუდიტორია 115“ ღონისძიებაზე დასწრებას ითხოვდა, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს, ვინაიდან ძირითადად ღონისძიებას მოწვეული სტუმრები ესწრებიან. "გვიშუამდგომლე, რომ შეგვიშვან", - მიაძახეს მათ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს. სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის საიტზე მითითებული იყო იმ ღონისძიებათა სია, რომელიც გახსნილია და ნებისმიერ მსურველველს შეუძლია დასწრება. "ბევრი სტუდენტი ჩამოვიდა სპეციალურად რეგიონიდან, რომ დასწრებოდა დღევანდელ ღონისძიებას და სწორედ გაურკვეველი მიზეზით არ გვიშვებენ უნივერსიტეტში. გვეუბნებიან, რომ თითქოს სტუდენტები შეირჩა აკადემიური მოსწრების მიხედვით, თუ ასეა კი ბატონო, მაშინ ვითხოვთ მარტივ რაღაცას, შეგვიმოწმონ ჩვენც აკადემიური მოსწრება და თუ ვერ ვაკმაყოფილებთ კრიტერიუმებს, არ შეგვიშვან",-განაცხადა აუდიტორია 115-ის წევრმა გიორგი არობელიძემ. სტუდენტებს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ დარბაზში შესვლა მოსაწვევით ხდება. "დარბაზი 700 კაცზე მეტს ვერ დაიტევს და ყველას ვერ მიეცემა შემოსვლის საშუალება",-განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა. ღონისძიება ცოტა ხანში დაიწყება. მას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, 50-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)