02:59 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 17:11:13, 1940 ნახვა

საზოგადოება
დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

როგორც ექიმმა აღნიშნა, გუგეშაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა და პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

"ამჟამად პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ოპერაცია ჩატარდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო, იყო გულმკერდის ჭრილობა. შესაბამისი სირთულის ოპერაცია ჩატარდა", - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics