|
2018-02-07 12:04:43, 2456 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა ხმა ანექსირებულ ყირიმში მისცეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა შესაძლოა ანექსირებულ ყირიმში გახსნილ ე.წ. საარჩევნო უბანზე მისცეს, - ამის შესახებ korrespondent იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი იღებს. მან შესაძლოა ხმა სევასტოპოლში გახსნილ ერთ-ერთ "საარჩევნო უბანზე" მისცეს. მედიის ცნობით, ხმის მისაცემად პრეზიდენტი არჩევს ისეთ რეგიონს, სადაც ამომჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი არჩევანს ყოველთვის მოსკოვის საარჩევნო უბანზე აკეთებდა. თუმცა 2017 წელს მიღებული ცვლილებების შედეგად, რომელიც ხმის მიცემას ამარტივებს, მას შეუძლია ხმა დააფიქსიროს იქ სადაც ჩაწერილი არ არის. აღსანიშნავია, რომ 18 მარტი, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, ყირიმის ანექსიის დღეა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)