|
2018-02-06 14:01:53, 1646 ნახვა
კომენტარი
ფხალაძე: პუტინის ორივე ნაბიჯი ხაზს უსვამს, რომ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაძლიერდეს
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე რუსეთის ქმედებებს აფასებს და აცხადებს, რომ პუტინის ორივე ნაბიჯი საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო დაძაბავს. "უკიდურესად აღმაშფოთებელია გუშინდელი გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. მორიგი ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადმოკვეთოს საოკუპაციო ზოლი და ელემენტარული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დახმარება მიიღოს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების ისედაც საკმაოდ სუსტ გარემოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და კიდევ ერთხელ, ორივე ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო ძლიერი იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ნაბიჯები არ გადაიდგას", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის „შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი სამხედრო შენაერთის რუსეთის არმიაში შესვლას გულისხმობს, ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის მოსკოვში 2017 წლის 31 მარტს გაფორმდა. ასევე, პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირებაც განახორციელა, რომელიც აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის ცალკეული კატეგორიის მოქალაქეების მედიკამენტებითა და სამედიცინო ნაწარმით უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)