|
2018-02-05 15:08:10, 1770 ნახვა
საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილმა დევნილთა განსახლების ახალ პროექტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში აცხადებს ბაზრის კვლევას როგორც დასრულებული (ექსპლოატაციაში მიღებული), ისე მშენებარე ბინების შესყიდვაზე მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრიორიტეტი მიენიჭება ყველა იმ სამშენებლო კომპანიას, რომელიც წარმოადგენს დაბალ ფასს და ბინების მოწოდებას უმოკლეს ვადებში განახორციელებს. ასევე, უპირატესობა მიენიჭება 2 და 3-ოთახიან ბინებს. რეაბილიტირებულ შენობების საკითხს კი სამინისტრო არ განიხილავს. „განაცხადების მიღება 2018 წლის 25 იანვარს დაიწყო და ის 10 თებერვლამდე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია აიტვირთა სამინისტროს ვებგვერდზე, სამინისტრომ მაინც მიმართა მენაშენეთა ასოციაციას, რომელიც 45-მდე სამშენებლო კომპანიას აერთიანებს და მათგან არაერთი საინტერესო წინადადება მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი ვადები იწურება, დევნილთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს, გააქტიურდნენ და შემოიტანონ განაცხადები“, - განაცხადა რეხვიაშვილმა. მან ე.წ იპოთეკური სესხის დაფარვის წარმატებული პროექტის შესახებაც ისაუბრა. „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2018 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, დევნილთა და განსახლების სამინისტრო სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს. განცხადების მიღება 10 იანვარს დაიწო და 12 თებერვლამდე გაგრძელდება. ამიტომ სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დევნილებს გააქტიურდნენ და შეავსონ განაცხადები. პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. პროექტებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება შეიძლება სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)