|
2018-02-05 11:52:21, 1792 ნახვა
საზოგადოება
მანდატურის სამსახურს უფლებამოსილება ეზრდება
„ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის თანახმად, მანდატურის სამსახურს უფლებამოსილება ეზრდება. კანონპროეტქის მიხედვით, მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს უფლებამოსილება ექნება, რომ გააჩეროს და დააყოვნოს სკოლის მოსწავლე, შეატყობინოს მშობელს და ასევე სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გამოიძახოს საპატრულო პოლიცია. ასევე მანდატურების მოვალეობაში შევა სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ადმინისტრირება. კანონპროექტი მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე - მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი. ცნობისთვის, კანონპროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტში მისი განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)