|
2015-05-14 12:04:19, 373 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, რუსეთთან დიალოგისთვის მზად ვართ
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ქართული მხარე, ტერიტორიული მთლიანობისა და საგარეო პრიორიტეტების პატივისცემის გათვალისწინებით, რუსეთთან დიალოგისთვის მზად არის. ამის შესახებ, ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგირის გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. „ძალიან ძნელია მხოლოდ კარსინის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება. ამ თვალსაზრისით ჩვენმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, როგორც ვიცი დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული დავალება არ არსებობს. გარდა ამისა, ზოგადად პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ძირითადი საგარეო პრიორიტეტების პატივისცემის გათვალისწინებით, მზად ვართ დიალოგისთვის“, – აღნიშნა ბაქრაძემ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმამადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან ერთად მაღალი დონის შეხვედრის მოსამზადებლად მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)