|
2018-02-04 16:17:43, 2728 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილის მომხრეები პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით კიევში მარშს მართავენ
ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით კიევშის ცენტრში მარშს მართავენ. ორგანიზებულ კოლონას, რომელიც ტარას შევჩენკოს პარკიდან ევროპის მოედნის მიმართულებით დაიძრა, სააკაშვილი ხელმძღვანელობს. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე მიტინგს გამართავენ. როგორც ცნობილია, ასევე უკრაინის დედაქალაქში მოძრაობა „ავტო ევრო ძალა“ მანქანის რეგისტრაციის გამარტივების მოთხოვნით მართავს აქციას. ამას გარდა, კიევის პოლიცის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში აქციის გამართვას ორგანიზაცია „მომავლის სახელმწიფო“ გეგმავს. დაგეგმილი ღონისძიებები გამო, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს მსვლელობის მარშრუტის შეცვლა შესთავაზეს. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი პარტიის წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის მოედანზე სცენის დამონტაჟების საშუალება არ მისცეს. აქციებთან დაკავშირებით უკრაინის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ადგილზე 2 ათასამდე სამართალდამცველია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)