20:19 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-04 10:11:45, 1981 ნახვა

სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

შსს-ს  აჭარის პოლიციის  დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 1964 წელს დაბადებული რ.შ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირი დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

სამართალდამცველებმა ბარსა და სასტუმროში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics