12:16 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 16:57:36, 2130 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ცუდია, რომ პრეზიდენტმა დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს

ცუდია, რომ მან დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებებზე ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს და მას საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაეცნობა.

„ცუდია, რომ მან დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს, რადგან ფრაქცია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. ჩვენ მას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ უკვე საზოგადოებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ე.წ. გირგვლიანის შესწორებები 2012 წელს მიღებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონს უნდა ეფუძნებოდეს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან უნდა გათავისუფლდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics