21:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 11:41:32, 376 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: რუსეთსა და საქართველოს ლიდერების შეხვედრის მოსამზადებლად პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა

„რუსეთსა და საქართველოს პირველი პირების  შეხვედრის მოსამზადებლად პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის  სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ   განაცხადა. 

მისივე თქმით, ორი  ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა ადრე თუ გვიან უნდა შედეგს.

„ის, რომ ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა ადრე თუ გვიან უნდა შედგეს, ამის შესახებ ადრე კომენტარები როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში გაკეთდა. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ თუკი ასეთი შეხვედრა მომზადდება, ის აუცილებლად რეალურ შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ მხედველობაში გვაქვს აფხაზეთის კონფლიქტი, ცხინვალის რეგიონი და ის, რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუკი ეს მოხდება ეს აუცილებლად სასიკეთო უნდა იყოს ქვეყნისთვის და მხოლოდ ასე ექნება მას აზრი. მაგრამ ჯერ რაღაც პრაქტიკული მუშაობა ან რაღაც ნაბიჯი ასეთი შეხვედრების მოსამზადებლად არ გადადგმულა არც პრაღაში, არც ჟენევაში. ჯერ მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოვიფარგლებით“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics