11:17 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 17:19:16, 1850 ნახვა

კომენტარი
კალაძე: სადებატო არაფერი აქვთ, „ენმ“ არის წარსულში ჩარჩენილი, გაკოტრებული პარტია

სადებატო არაფერი აქვთ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულში ჩარჩენილი, გაკოტრებული პოლიტიკური პარტია, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ღია დებატებს ითხოვენ.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის გენგეგმის შეფასებაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. 

"მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე პირადად, მთავრობის სხდომაზე განცხადება გავაკეთე და მივმართე მათ და არა მხოლოდ მათ, ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს გენერალური გეგმის შეფასებაში, წარმოადგინონ ერთი ადამიანი, ვინც კომპეტენტურია, თუ არ არის, არაუშავს, ჩვენ მივცემთ ყველანაირ დოკუმენტაციას, რომელიც „სითი ინსტიტუტს“ აქვს მოწოდებული და კითხვა დღეს ყველას შეუძლია და ალბათ, აქვთ იმის გონივრული შესაძლებლობა, რომ გაანალიზონ, რა დოკუმენტია მოწოდებული", - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობი" დედაქალაქის გენერალური გეგმის ხელახლა გადახედვას ითხოვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics