|
2018-02-02 14:41:56, 3053 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიის სკოლაში მომხდარი სროლის გამო 12 წლის გოგონა დააკავეს
კალიფორნიაში, საშუალო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა. სროლა სალვადორ კასტროს სახელობის სკოლაში მოხდა. ადგილზე მისულ პოლიციას ორი მოზარდი დაჭრილი დახვდა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, 30 წლის ქალი, 11 წლის ბიჭი და 12 წლის გოგო. თუმცა მათ უმნიშვნელო დაზიანებები აქვთ. თანაკლასეკლების განმარტებით, გოგონამ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღი სახლიდან მიიტანა, რადგან ეგონა, რომ ის სათამაშო იყო. სროლას მოსწავლეებს შორის პანიკა მოჰყვა. ინციდენტის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი უკვე ამოიღეს. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის რობერტ არქოსას განცხადებით, სროლის მოტივი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)