|
2018-02-02 13:02:17, 1755 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საკითხს დღეს საკრებულოში განიხილავენ
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის საკითხს დღეს საკრებულოს ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მომხდარ შემთხვევაზე კითხვები აქვს როგორც ოპოზიციას, ისე უმრავლესობას. თუმცა, ოპოზიცია განხილვის ფორმატით უკმაყოფილოა. ისინი რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და დედაქალაქის ყოფილი და მოქმედი მერის მისვლასაც ითხოვდნენ. „ვარკეთილის ჭერის ჩამონგრევა არის კატასტროფა. მერიამ ამ კატასტროფის დაკნინება მოახდინა იმის გამო, რომ ჩამოაქვეითა და რანგით მცირე შეხვედრას გვთავაზობს, რაც მიუღებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პასუხები მერიის მხრიდან“,-განაცხადა საკრებულოს წევრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა. კრიტიკული შეკითხვები აქვს საკრებულოს ფრაქცია „ ევრუპული საქართველოს“ თავმჯდომარეს გოკა გაბაშვილს: „რატომ შეიქმნა კომპანია, რომელსაც გამოცდილება არ ჰქონდა და ადრე შავ სიაში იყო, რატომ შეასრულა სამუშაოები, რომელზეც ექსპერტები ამბობენ, რომ არ შეიძკება ასეთი სამუშაეობის შესრულება მეტროსადგურში. ფაციფუცში დაამთავრეს და ვხედავთ შედეგს, ჭერი ჩამოინგრა“,-განაცხად გაბაშვილმა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ტყემალაძე ფიქრობს, რომ შეხვედრის ეს ფორმატი იძლევა საშუალებას, დეტალურად მიიღონ ინფორმაცია მეტროსადგურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, სხდომას მერის მაოდგილეებიც დაესწრებიან: „დღეს ჩვენ გვაქვს 2 კომისიის გაერთიანებული სხდომა. ინტერესი დიდია, კითხვები აქვს უმრავლესობის წევრებსაც,. ვფიქრობ, ეს ფორმატი იძლევა საშუალებას, დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, სხდომას დაესწრებიან ყველა პასუხისმგებელი პირები, შესაბამისად, მერის მოადგილეებიც“,-აღნიშნა ირაკლი ტყემალაძემ. შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი. მათი უმრავლესობა სამკურნალო დაწესებულებიდან სახლში უკვე გაწერეს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)