|
2018-02-02 13:00:55, 2685 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი
ნობელის პრემიაზე ნომინანტების წარდგენის პირველი ეტაპი დასრულდა. მშვიდობის კვლევის ნორვეგიის ინსტიტუტის დირექტორის ჰენრიკ ურდალის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წლის განმავლობაში ზედიზედ მესამედ ნობელის პრემიის ერთ-ერთი პრეტენდენტია. Deutsche Welle-ის ინფორმაციით, ავტორმა, რომელმაც ანონიმურობა ამჯობინა, ტრამპის დაჯილდოება „მშვიდობის დასამყარებლად ენერგიული მეთოდებით ბრძოლისთვის“ მოითხოვა. თებერვლის ბოლომდე პრეტენდენტების დასახელება გრძელდება, თუმცა ამჯერად ამას კომიტეტის ხუთი წევრი გააკეთებს. მათ გარდა კანდიდატების დასახელების უფლება აქვთ პარლამენტარებს, მინისტრებს, საერთაშორისო სასამართლოების წევრებს, უნივერსიტეტების პროფესორებს საზოგადოებრივი მეცნიერების, ისტორიის, ფილოსოფიის, სამართლის და თეოლოგიის მიმართულებით, ნობელის პრემიის ლაურეატებს, უკვე დაჯილდოებულ ორგანიზაციებს, ასევე ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ყოფილ და მოქმედ წევრებს. პრემიის ფულადი ოდენობა წელს 9 მილიონი შვედური კრონია (დაახლოებით 940 ათასი ევრო). გამარჯვებულთა ვინაობა 2018 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)