|
2018-02-01 13:34:53, 1836 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ახალი საინფორმაციო სერვისი შეიქმნა
საქართველოში ახალი, ინოვაციური საინფორმაციო სერვისი შეიქმნა. „საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრი“ (Information Security and Protection Centre) დაინტერესებულ პირებს სრულიად ახალ, მრავალპროფილურ და კომბინირებულ მომსახურეობას სთავაზობს. მრავალპროფილური და კომბინირებული სერვისის ფარგლებში, ცენტრი ყველა კომპანიას თუ კერძო პირს მისთვის სასურველ მომსახურეობას გაუწევს. „საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრის“ სერვისი საინფორმაციო სფეროში ნოვაცია და პრაქტიკულად, ხვალინდელი დღეა ინფორმაციისა და ინტერნეტის ეპოქაში. თანამედროვე პირობებში, ინფორმაციასთან წვდომა და მართვა გაადვილებულია, მაგრამ ცხადია, სამთავრობო სტრუქტურები, საზოგადოებრივი ჯგუფები, კომპანიები და კერძო პირები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგებიან ცალკეული ზოგადი თუ კერძო სახის ინფორმაციის დაზუსტების, მოპოვების, გავრცელებისა და უსაფრთხოების კუთხით. რთულია საჭირო და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. ცენტრი ნებისმიერ მომხმარებელს სთავაზობს მრავალპროფილურ, კომბინირებულ მომსახურეობას. დამკვეთებს შესაძლებლობა ექნებათ, მხოლოდ კი არ მიიღონ მათთვის სასურველი, ყველაზე რთულად მოსაპოვებელი ინფორმაციები, არამედ გადაამოწმონ უკვე არსებულის უტყუარობა სხვადასხვა სახისა და ფორმატის ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალებით. „საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრის“ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში სრული კონფიდენციალობის დაცვით, იმუშავებენ კონკრეტულ შეკვეთაზე, რომლის არეალი მოიცავს ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას. სრულიად ახალი მიმართულება იქნება საინფორმაციო უსაფრთხოება და დაცვა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ, ტექნიკურ სერვისსაც. მნიშვნელოვანია ცენტრის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულება, რომლის სერვისითაც სხვადასხვა მედიაგამოცემას, კომპანიასა და კერძო პირს შეუძლია ისარგებლოს. ცენტრის მიერ ინფორმაციის მოპოვების, გავრცელებისა და შეკავების გეოგრაფიული არეალი მიმდინარე ეტაპზე მოიცავს - ევროპას, დსთ-ს, თურქეთს, კავკასიას, ახლო აღმოსავლეთს. ცენტრში საქმიანობენ მაღვალკვალიფიციური მენეჯერები, ანალიტიკოსები, იურისტები, ჟურნალისტები, უსაფრთხოების სისტემისა და კიბერსპეციალისტები, რომლებიც ნებისმიერ მომხმარებელს აძლევენ გარანტიას მიიღოს ყოველმხრივ კვალიფიციური, მაღალპროფესიონალური მომსახურეობა. საკონტაქტო ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის: ფეისბუქ გვერდი - https://www.facebook.com/ispc.ge
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)