|
2018-02-01 08:24:37, 1796 ნახვა
საზოგადოება
წითელ ბაღში დაჭრილი ორი მოსწავლე კვლავ საავადმყოფოში რჩება - მათი მდგომარეობა სტაბილურია
თბილისის #35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე, რომელიც გუშინ წითელ ბაღში დაჭრეს, კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მოზარდეს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდათ, თუმცა მათ სავარაუდოდ ცივი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობები აღენიშნებათ. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებს ექიმმა თეა თავართქილაძემ განუცხადა, პაციენტებს გულ-მკერდის ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნებათ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში მეგობარმა მიიყვანა, მეორე კი, სტაციონარში თავად მივიდა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ახალგაზრდების დაჭრა. შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)