|
2018-01-31 14:23:56, 1834 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ხევისუბნის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად, ხევისუბნის ქუჩაზე შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. გამგებელი და საკრებულოს წევრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის შესახებ ისაუბრეს. „40 წელზე მეტია ხევისუბნის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგებულა. ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში, ცუდ პირობებში ცხოვრება უწევდათ. ახლა უკვე, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით სარგებლობს. ქუჩის რელიეფიდან გამომდინარე, ამ გზის რეაბილიტაცია ერთ-ერთი რთული პროექტი იყო. ხევისუბნის გარდა, გასულ წელს, კაპიტალურად კიდევ 12 ქუჩა შევაკეთეთ. სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოები სულ 50-მდე მისამართზე განხორციელდა. რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და გამგეობა მსგავსი პროექტების განხორციელებას მიმდინარე წელსაც განაგრძობს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. პროექტის ფარგლებში, ხევისუბნის ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ბორდიურები, აშენდა გზის დამჭერი კედლები, ქუჩის ძირითად ნაწილზე ასფალტის, ნაწილზე კი - ბეტონის საფარი დაიგო. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 125 980 ლარი გამოიყო. (NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)