|
2018-01-31 14:17:57, 2383 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში კბილის ჯაგრისების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ Nokzeit იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს კბილის ჯაგრისებისა და პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალებების ქურდობას ედავებიან. ქურდობა ქალაქ ედერბახში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. მათი დაკავება ქალაქის პროკურატურის მოთხოვნით განხორციელდა. მედიის ცნობით, მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 574 ევროს შეადგენს. საგამოძიებო მასალების თანახმად, დაკავებულებს სურდათ „ამ და სხვა სახის ქურდობა საკუთარი მუდმივი შემოსავლის წყაროდ ექციათ“. დაკავება 21 იანვარს მარაზიაში მოხდა. მათი პირადი ნივთების ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები აღმოაჩინეს. სამართალდამცველები დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა ცნობილია მათი ასაკი - 22 წლის და 25 წლის. საქართველოს მოქალაქეების წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)