21:58 - 02 Jul, 2026
|
2015-05-13 20:02:52, 421 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ფინანსთა მინისტრი თბილისს ეწვია
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილე დელეგაციის წევრები თბილისში ჩამოსვლას განაგრძობენ. დღეს თბილისში ჩამოვიდა უკრაინის ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. აეროპორტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ერთად დაათვალიერა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სადაც გაეცნო გეზის მუშაობას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა დაგეგმილია 15 მაისს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)