|
2018-01-31 09:33:23, 1362 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იმყოფებოდა
თბილისის მერი კახა კალაძე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იმყოფებოდა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მომდევნო დღეებში მეტროსადგურებში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესწავლა მოხდება. რაც შეეხება კომპანია „ყვარელრემმშენს“, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები არაჯეროვნად არის შესრულებული, მომხდარი ფაქტის დეტალებს კი, გამოძიება დაადგენს. „მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც ამ კონკრეტული მეტროსადგურის, ასევე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ შესწავლა მოხდება, რათა ყველანაირი საფრთხე თავიდან ავიცილოთ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მეტროსადგურების განახლება, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნულ პროცესში სამშენებლო უსაფრთხოების დაცვას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი გამოძიების დასრულების შემდეგ გამოიკვეთება. „ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. რაც შეეხება იმ კომპანიას, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ჩაატარა, ტენდერის დროს „შავ სიაში“ არ იმყოფებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომატურად დაიბლოკებოდა და სისტემა ამის საშუალებას არ მისცემდა. კომპანია „შავ სიაში“ 2015 წელს იყო, თუმცა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია 2016 წელს დაუმთავრდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძეც იმყოფებოდა, რომლის განცხადებითაც, მეტროსადგური „ვარკეთილი“ მუშაობას 06:00 საათიდან განაახლებს. „ჩამოშლილი კონსტრუქცია მეტროსადგურიდან უკვე გატანილია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. განათება აღდგენილია და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მეტროსადგური დილით, 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას. ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და საპროექტო სამუშაოების დროს იყო დაშვებული შეცდომა, თუ სამშენებლო სამუშაოების დროს მშენებლის მიერ, ამას ექსპერტიზა დაადგენს“, - განაცხადა მამუკა კობახიძემ.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)