21:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 18:12:36, 395 ნახვა

პოლიტიკა
ავსტრიაში გარდაცვლილი სოფიკო ლოლაშვილის ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიაში ქართველი გოგონას დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრემიერი იმედოვნებს, რომ ავსტრიის პოლიცია  სოფიკო ლოლაშვილის გარდაცვალების მიზეზებს დაადგენს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიაში ჩვენი ახალგაზრდა თანამოქალაქის, სოფიკო ლოლაშვილის  ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვიზიარებ და თანავუგრძნობ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.
იმედს გამოვთქვამ, რომ ავსტრიის პოლიცია გამოიძიებს და დაადგენს სოფიკო ლოლაშვილის გარდაცვალების მიზეზებს.

გარდაცვლილის ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, ავსტრიის ქალაქ გრაინთან ახლოს მდინარე დუნაიში გარდაცვლილი  ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს. გამოცემა Nachrichten.at-ის ცნობით, გოგონა ავსტრიაში Au-pair-ის პროგრამით ერთ-ერთ ოჯახში მუშაობდა.  იგი აპრილის ბოლოს გაუჩინარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics